ჰილარი კლინტონმა რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა

აშშ-ს პრეზიდენტობი კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა რუსეთის სპეცსამსახური პარტიის კომპიუტერული ქსელის გატეხვაში დაადანაშაულა. ტელეინტერვიუში კლინტონმა მისი მეტოქე დონალდ ტრამპიც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის პუტინს მხარდაჭერას უცხადებს.

-„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა გატეხეს დემოკრატების კომპიუტერების ქსელი და მოპარული წერილების გავრცელებაც მათ უზრუნველყვეს“-განაცხადა კლინტონმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტიის სერვერზე მესამედ განხორციელდა ჰაკერული შეტევა.

კომენტარის დატოვება