რუს ჯარისკაცს სომეხი სამხედრო მოსამსახურე შემოაკვდა და ამის გამო თვითონაც თავი მოიკლა
სომხეთის საწვრთნელ ბაზაზე რუს ჯარიკაცს სამხედრო წვრთნების დროს ადგილობრივი სომეხი კონტრაქტორი შემოაკვდა. უბედური შემთხვევა სომხეთის პოლიგონზე იმ დროს მოხდა, როცა კონტრაქტორი სამხედრო მოსამსახურეები იარაღს აბარებდნენ. როგორც ადგილობრივი გამოცემა იუწყება, ვარჯიშის შემდეგ რუსმა კონტრაქტორმა უხეშად დაარღვია უსაფრთხოების ნორმები და ავტომატიდან გასროლილი ტყვიით სასიკვდილოდ დაჭრა სომეხი კოლეგა. ჩადენილი დანაშაულის გამო შეშინებულმა რუსმა ჯარიკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.