ლონდონის პლასტიკური კლინიკიდან ჰაკერებმა ცნობილი ადამიანების ფოტოები მოიპარეს

ლონდონის პლასტიკური ქირურგიის ცენტრიდან ჰაკერებმა ცნობილ ადამიანებზე მონაცემები მოიპარეს.  ერთ-ერთმა მათგანმა, Dark Overlord-მა, რომელმაც თავის თავზე აიღო დანაშაული, განაცხადა, რომ გაიტაცა კლინიკის პაციენტების  სასქესო ორგანოების და სხეულის სხვა ნაწილების ფოტოები. ზოგიერთი ფოტო ინტერნეტ გამოცემა Daily Beast-ს  გადასცეს. როგორც აცხადებენ, მონაცემებში, შესაძლოა სამეფო ოჯახის წევრებზეც იყოს ინფორმაცია.  ჰაკერები ირწმუნებიან, რომ პლასტიკური ქირურგიის მსურველთა სიას და მათ ფოტოებს მალე ყველა ცნობისმოყვარე იხილავს.

როგოორც ცნობილია, აღნიშნული კლინიკის პაციენტები მსოფლიოში ცნობილი მოდელები, ტელეწამყვანები და მსახიობები არიან. მომხდარ ინციდენტს ლონდონის პოლიცია იძიებს.