სამგზავრო მატარებელსა და სამხედრო მანქანას შორის შეჯახებას მსხვერპლი მოყვა

ფინეთში სარკინიგზო მაგისტრალზე სამგზავრო მატარებელსა და სამხედრო სატვირთოს შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და 10-მდე მძიმედ დაშავდა. ავარია ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე მოხდა. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.