საპროტესტო აქცია ქუთაისში-მოსახლეობა აქციების გაგრძელებით იმუქრება

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, ასათიანის ქუჩის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი სახლის წინ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივები აცხადებენ რომ მათ აღსაზრდელებს ეზო აღარ აქვთ, და კორპუსის მშენებლობა მზის სხივებსაც ჩაუბნელებთ. ამბობენ, რომ მათ წინ საცხოვრებელი სახლი კომპანია შ. პ .ს _აღმშენებელი ქუთაისი”_მა შეისყიდა და მის მაგივრად მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. მოსახლოება ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებს მერიამ არ დაუშვას მათი საცხოვრებელი სახლის წინ მრავალსართულიანი კორპუსის მშენბელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილობრივები საპროტესტო აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

მოსახლეობის პროტესტს თავისუფალი საქართველო იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეუერთდა. გიორგი წულაია ადგილობრივ თვითმმართველობას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ რომ კომპანია ”აღმშენებელი ქუთაისი”_მა მათ მხოლოდ მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით მიმართა, არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი ამბობს რომ საკითხი ოთხშაბათს სხდომაზე მოსახლეობასთან ერთად გადაწყდება. ჭეიშვილის განმარტებით ასათიანის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები კანონის მიხედვით დალაგდება.

ვის დაუჭერს მხარს მურღულიას უწყება, ადგილობრივ მოსახლოებას თუ შ. პ .ს _აღმშენებელი ქუთაისი”_ს მიერ წარდგენილ პროექტს ეს ოთხშაბათს მოსახლეობასთან ერთად გაირკვევა.

კომენტარის დატოვება