ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს (ფოტოები)
აშშ-ს პრეზიდენტს რუსეთის დროშა ესროლეს. ინციდენტი მაშნ მოხდა, როცა ტრამპი რესპუბლიკელ კონგრესმენებთან ერთად ლანჩზე მიდიოდა.
ჟურნალისტებში მდგარმა მამაკაცმა მას დახვეული დროშა ესროლა და სკანდირებდა-„მოღალატე, გამყიდველი ტრამპი“. დროშა პრეზიდენტის ფეხებთან დაეცა, რასაც მან ყურადღება არც მიაქცია და გზა განაგრძო.
დაცვამ მამაკაცი დააკავა. ის მოძრაობის Americans Take Action წევრი რაიან ქლეიტონი აღმოჩნდა.