ქართულ-კანადის მეგობრობის ეგიდით ქართველმა ბეისბოლისტებმა ამხანაგური მატჩი გამართეს

ქართულ-კანადის მეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნუცუბიძის ბეისბოლის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ბეისბოლის გუნდმა ამხანაგური მატჩი გამართა საქართველოს ბეისბოლის ახალგაზრდულ გუნდთან. ეს მეგობრული შეხვედრა გაიმართა საქართველოს და კანადის მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით და მთლიანად მიეძღვნა საქართველო-კანადის მეგობრობის 25-ე წლისთავს.

მატჩის დაწყებამდე, სტადიონზე მოწვეულ სტუმრებს და სპორტსმენებს სიტყვით მიმართა საქართველოს და კანადის მეგობრობის ასოციაციის დირექტორმა ილია ზუკაკიშვილმა. მისითქმით, ქართულ-კანადური მეგობრობის ეგიდით გამართული დღევანდელი თამაში კიდევ ერთხელ აფიქსირებს და ხაზს უსვამს საქართველოსა და კანადას შორის მჭიდრო ურთიერთობების, პარტნიორობის და მეგობრობის გაძლიერებას, აგრეთვე ქართული და კანადური თემების დაახლოებას.

მეროგორც, ქართულ- კანადურიმეგობრობის ასოციაციისდირექტორი, ყველაფერსგავაკეთებიმისათვის, რომხალხთაშორის მეგობრობის ფარგლებში უფრო მეტად გაღვივდეს ქართველი და კანადლი ხალხის დაახლოვება, რათა მივაღწიოთ ჩვენს ქვეყნებს შორის მაქსიმალური თანამშრომლობის და პარტნიორობის საუკეთესოშედეგებს. საქართველო და ქართველი ხალხი მეგობრების მიმართ ყოველთვის გამოირჩევა ერთგულებით და მემჯერა, რომ ქართულ- კანადური მეგობრობა დღითი დღე უფრო გაძლიერდება. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მეგობრობა!

ამხანაგურ მატჩის დასრულების შემდეგ, სტადიონზე მოსულ ქართველ და კანადელ მაყურებელს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებნათ ქართული სამზარეულო და ღვინო.

ქართულ-კანადის მეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები და სპონსორი იყვნენ: საქართველოს ბეისბოლის და სოფტბოლის ეროვნული ფედერაცია, ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი”, კომპანია “თელავის ღვინის მარანი“. საინფორმაციო სააგენტოები: “GMTV.GE”, “FRONTNEWS”, “NEWSDAY.GE” და ინგლისურენოვანი გაზეთი “The Messenger”.