ქართული სარაგბო თემი ვლოცულობთ მისი სულისთვის

საქართველოს რაგბის კავშირი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის ანი ბუაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„საუბედუროდ 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ერთი სიცოცხლე შეეწირა. გუშინ ღამე, 31 ივლისს ათ დღიანი მცდელობებისა და მკურნალობის მიუხედავად ანი ბუაძე (მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე) გარდაიცვალა.

სრულიად ქართული სარაგბო თემი ვლოცულობთ მისი სულისთვის და გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო“-ნათქვამია რაგბის კავშირის წერილში.

g6y0rz84vw6zb49

კომენტარის დატოვება