“რა დააშავა კაშიამ”

“რატომ უნდა გაირიცხოს ეროვნული ნაკრებიდან, რა დააშავა კაშიამ? – ისმის მარტივი კითხვა”-ასე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში გურამ კაშიას წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას თბილისის ახლადარჩეული მერი. კახი კალაძის განცხადებით, მიუხედავად სარწმუნოებისა, სექსუალური ორიენტაციისა და განსხვავებული ხედვებისა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი აზრი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გურამ კაშიას წინააღმდეგ საზოგადოების უმრავლესობამ მას შემდეგ წამოიწყო კამპანია, რაც ფეხბურთელმა ერთ-ერთი თამაშის დროს ლგპტ-ს მხარდასაჭერი სიმბოლო, ფერადი სამკლაური გაიკეთა.