მანჰეტენზე მომხდარ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი უზბეკეთის მოქალაქეა

ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებულ ტერაქტში მთავარი ეჭვმიტანილი  29 წლის უზბეკეთის მოქალაქეა. საიპოვი 2010 წელს ჩავიდა ამერიკაში და ნიუ-იორკის მეზობელ შტატ ნიუ-ჯერსიში დაბინავდა, სადაც ის სატვირთოც იქირავა, რომლითაც ველობილიკზე ტერაქტი მოაწყო. გავრცელებული ინფორმაციით  ბოროტმოქმედმა მანქანაში წერილი დატოვა, სადაც არაბულ ენაზე იტყობინება,  რომ თავდასხმა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მოაწყო.

მანჰეტენზე მომხდარ ტერაქტს 8 ადამიანი შეეწირა, 10-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა. ამერიკის პრეზიდენტმა მომხდარი დაგმო და უსაფრთხოების სამსახურს ქვეყანაში მიგრანტების შემოწმების პროცედურების გამკაცრება დაავალა.