პირუტყვი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარს დააზიანებს, საჯარიმო თავშესაფარში იქნება გადაყვანილი

დავით ცხვარაძე

  ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლების ბოლოში მდებარე, ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების “ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფარის კეთილმოწყობა 4 თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს. თავშესაფარი, რომელიც ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალურ სერვისების“ საკუთრებაშია, ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, ააიპ ,,სპეციალური სერვისების” დირექტორთან გელა გაგუასთან ერთად დაათვალიერა.

,,სპეციალურ სერვისებს“ აღნიშნული ტერიტორია 2016 წლის თებერვალშიგადაეცა. უკვე მოწესრიგებულია ადმინისტრაციული შენობა, ლაბორატორია, საოპერაციო და ნაწილი ძაღლების ვოლიერებისა. ტარდება ცოფისსაწინააღმდეგო აცრები. დამატებით 150ვოლიერი კეთილმოეწყობა და საერთოჯამში თავშესაფარი 280 ცხოველს მოემსახურება. ასევე, მსხვილფეხა რქოსანიპირუტყვის თავშესაფარი ეწყობა.

პირუტყვი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე მწვანე საფარს დააზიანებს, საჯარიმო თავშესაფარში იქნება გადაყვანილი.

კომენტარის დატოვება