მაშინ, როცა ექიმები გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ, მან ეს შეძლო…

   ლევან ცომაია

თუ იფიქრებ, რომ ყველაფერი დამთავრდა, დამთავრდება კიდეც და თუ იფიქრებ, რომ შენ აუცილებლადდაძლევბევრს, ასეც იქნება“ – ამბობს დიანა ჯიშიაშვილი. 

მან ეს  ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში შეძლო… მაშინ, როცა  ექიმები გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ, სიკვდილს საკუთარი თავი გამოსტაცა ხელებიდან.  უფრო მეტიც შექმნა ოჯახი, გახდა წარმატებული სპორტსმენი, განახორციელა სხვა და სხვა პროექტები  და ახლა თავისი საქმით სხვებს ეხმარება. დღეს „ჟოლოს“ სტუმარი ამ ყოველივეზე თავად ისაუბრებს.

diana2-ვიცი, რთულია ამის გახსენება, მაგრამ იქნებ ორიოდე წინადადებით მომიყვე რა შემთხვევამ გამოიწვია ეს ტრავმა?

-დასასვენებლად ვიყავი დასავლეთში. მდინარეზე წავედი მეგობრებთან ერთად, კარგად ვცურავდი და რამდენჯერმე გადავხტი წყალში. წასვლის წინ კიდევ ერთხელ გადავხტი, რომ მოკლეზე გადამეცურა მდინარე. მაგრამ ფეხი დამიცურდა და  კლდოვან ნაწილს დავარტყი თავი. კისრის ხერხემლის მალები დამემტვრა, სრული პარალიზება მივიღე, მთლიანად გაითიშა სხეული, საერთოდ აღარ შემეძლო მოძრაობა. ურთულესი ოპერაცია გამიკეთდა, შემდეგ კიდევ რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა… რამდენიმე თვე ხელოვნურ სუნთქვაზე ვიყავი და გადარჩერნის შანსი თითქმის არ მქონდა …

რა იყო პირველი შეგრძნება, როცა გაიგე, რომ ვერ გაივლიდი და როდის გაჩნდა ის მომენტი, როცაგადაწყვიტე რომ სიცოცხლისთვის უნდა იბრძოლო?

-როდესაც გონს მოვედი საერთოდ არაფერი შემეძლო – არც ლაპარაკი, არც სუნთქვა მარტო თვალებს ვახელდი და მიხაროდა რომ უბრალოდ ვხედავდი… ვხედავდი ფაჯრიდან ფოთლებს და უსაზღვროდ ლამაზები მეჩვენებოდნენ, გულში ვფიქრობდი ნუთუ მართლა შეძლებ გამოჯანმრთელებას, სიარულს? შენ ხომ გვერდზე გახედვაც არ შეგიძლია, მაგრამ ისევ შიგნიდან ჩემში რაღაც მამშვიდებდა და მეუბნებოდა – ყველაფერი კარგად იქნება… არ მინდა ახლა ამ ჩემი სიტყვებით ძალიან მორწმუნე გამოვჩნდე, მაგრამ უფლის ხმას დავარქმევდი ამ სიმშვიდის შეგრძნებას…

diana7იყო თუ არა ბრძოლა საკუთარ თავთან და დეპრესიისპერიოდი ?

-კი… დეპრესიაც მქონდა, ძალიან ღრმა საშინელი სულის ტკივილი, თითქოს ყველაფერს შავთეთრად ვხედავდი, სხეული და სული გაუსაძლისი ტკივილით მტკიოდა… ჩაკეტილიც ვიყავი რაღაც პერიოდი… ეს ყოველივე მინდა სულ წაიშალოს ჩემი მეხსიერებიდან…უმოძრაობამ სხვა პრობლემებიც გამოიწვია, მეშლებოდა ბარძაყის ძვალი …მიუხედავად იმისა რომ ექიმები დადებით პროგნოზს არ იძლეოდნენ, მე მაინც მჯეროდა  რომ აუცილებლად ვიცოცხლებდი. გულის სიღრმეში მწამდა და არ მეშინოდა ტკივილის…

რა იყო ის რამაც სტიმული მოგცა და მიგაღებინა გადაწყვეტილება რომსიცოცხლისთვის უნდა გებრძოლა?

ყოველთვის ბრძოლის უნარიანი ვიყავი. სიცოცხლის სიყვარულმა მომცა ძალა… საერთოდ ხასიათში მიზის ყველაფერს პოზიტიურად შევხედო და არასოდეს  დავნებდე… უმოძრაოდ ყოფნა მტანჯავდა და ბევრი მცდელობის შედეგად შევძელი ეტლში ჯდომა. ამის შემდეგ სულ ვვარჯიშობდი რომ შემძლებოდა ეტლით დამოუკიდებლად გადააგილება, დავიწყე ასევე სწავლა, დავეუფლე სასურველ პროფესიას, ძალიან დამეხმარა ხალთან ურთიერთობა… გავხდი უფრო თავდაჯერებული… დავძლიე კომპლექსები…

diana9-როგორც ვიცი ჩაერთე სპორტშიც და ფარიკაობაში საკმაო მიღწევებიც გაქვს

-პარასპორტის შესახებ შემთხვევით გავიგე, მაშინ როცა ერთ-ერთ გადაცემაში ინკლუზიურ განათლებაზე ვსაუბრობდი, იქვე დამეკონტაქტა პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი და შემომთავაზა ჩავრთულიყავი სპორტში, პარაფარიკაობაში, რადგან სჭირდებოდა ჩემნაირი დაზიანების მქონე გოგო.

ვიფიქრე კარგი იქნებოდა ჩემი ტრავმისთვის უფრო მეტი აქტიური ვარჯიში. რამოდენიმე თვის ვარჯიშის შემდეგ მოვხვდი ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე უნგრეთში, ქალაქ ეგერში, სადაც გავხდი მესამე ადგილის მფლობელი, მოვიპოვე ორი ბრინჯაოს მედალი. შემდეგი შეჯიბრი არაბეთში გაიმართა, ახლა ვემზადები ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელად რომელიც გაიმართება იტალიაში, ქალაქ ტურინში…

წამით მაინც თუ დაუშვებდი, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდი?

-ჩემი წარმატებები ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ამდენს თუ მივაღწევდი ადრე რომ ეთქვათ ჩემთვის გამეცინებოდა და ფანტასტიკად მივიჩნევდი. არ მეგონა ფარიკაობა ასე ძალიან თუ შემიყვარდებოდა განსაკუთრებული მიზიდულობა გააჩნია და ჩემი ჯამრთელობა უფრო მეტად გააუმჯობესა. ჯანსაღი ცხოვრების წესი სულს აძლიერებს. მყავს შესანიშნავი მწვრთნელი, გოგიტა გელაშვილი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და პრიზიორი, რომელიც პირველ რიგში ჩემი უახლოესი მეგობარია.

-ფარიკაობის გარდა კიდევ ხარ რამით დაკავებული?

-ვარ აიტის სპეციალისტი. მაქვს ჩემი ორგანიზაცია და ამ ეტაპზე ვანხორციელებ პროექტს,- უფასო კულინარიის კურსებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და დევნილებისთვის. მინდა ჰქონდეთ პროფესია და იყვნენ დასაქმებულები ჩაერთონ აქტიურ ცხოვრებაში მყავს მეუღლე რომელიც ძალიან მიწყობს ხელს…

diana11-სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

-თავიდან ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, ერთი ქალაქიდან ვართ, ყოველთვის გვერდში მედგა და ზრუნავდა ჩემზე, მერე კი მივხდით რომ ერთმანეთის გარეშე არ შეგვეძლო და გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება. თავიდან რთული იყო ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მერე ყველაფერი კარგად გამოგვივიდა… დღეს ძლიან ბედნიერი ოჯახი გვაქვს…

-რა ოცნება გაქვს?

 -ფეხზე გავლა ალბათ… არა… უბრალოდ მინდა ბედნიერი ოჯახი მქონდეს სულ, როგორიც ახლა… მყავდეს შვილი, ვიყო მზრუნველი დედა და მეუღლე და მჯერა, რომ ცოტა დრო როცა გავა აუცილებლად ასე იქნება … მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, რომელიც სულ ზრუნავს ჩემს კეთილდღეობაზე და მაძლიერებს თავისი სიყვარულით, ჩემს მშობლებს რომლებიც სულ გვრდში მედგნენ და

და ყველას ჩემს გარშემო  ვინც გვერდში დამიდგა…

diana8 -და ბოლოს რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც იმედი გადაწურული აქვთ დაფიქრობენ რომ ყველაფერი დამთავრდა?

-თუ იფიქრებ რომ ყველაფერი დამთავრდა დამთავრდება კიდეც და თუ იფიქრებ რომ შენ აუცილებლად დაძლევ ბევრს, ასეც იქნება… ყველაფერი  მაინც შენზეა ყოველთვის დამოკიდებული, სხვა შენზე კარგად ვერ დაგეხმარება…

მართალია დღეს მე სიარული არ შემიძლია, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, მიხარია რომ ამდენი სირთულე დავძლიე და ცოცხალი ვარ… ის რომ ვერ დავდივარ ეს არ მიშლის მიხაროდეს სიცოცხლე და ვიყო აქტიურ ცხოვრებაში ჩართული, იმისიც მჯერა რომ ოდესმე ერთ ნაბიჯს მაინც გადავდგამ…

ძალინ გამიხარდება თუ ვინმეს დაეხმარება ჩემი მაგალითი რომ უფრო მეტად შემართებით იყოს…

კომენტარის დატოვება