„რუსული ტროლები“ – აშშ-ს სენატმა პირველად განიხილა რუსული სოციალური ქსელების გავლენა

ამერიკაში სენატმა პირველად განიხილა რუსული სოციალური ქსელების გავლენა ამერიკელებზე. მოსმენაზე მიწვეულნი იყვნენ Facebook, Twitter და Google ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ სენატორებს გააცნეს სქემა, თუ როგორ ხდება „რუსული ტროლებით“ ამერიკულ ოჯახებში შეღწევა.

რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა სიტყვით გამოსვლისას „რუსულ ტროლებს“ საერთო დახასიათება მისცა და განაცხადა, რომ სწორედ მათი საშუალებით ხდება ამერიკულ ოჯახებში რუსეთის იდეოლოგიის შეღწევა.

-„თუ თქვენ პუტინის მსგავსი ადამიანი ხართ, მაშნ დემოკრატია თქვენთვის კოშმარია, თუ თქვენ პუტინის რუსეთში ცხოვრობთ, მაშინ თქვენ არ გექნებათ საშუალება გაარჩიოთ რა არის კარგი და რა ცუდი, რადგან ამ ქმედებას სულ მალე აღგიკვეთავენ“-განაცხადა სენატორმა.

მისი თქმით, რუსეთმა „იპოვა ამერიკულ ოჯახებში შესაღწევი პორტალები და ყოველდღიურად ერევიან მათ ცხოვრებაში“.

Facebook-ის ინფორმაციით, 2015-2016 წლებში დაახლოებით 126 მილიონმა ამერიკელმა ნახა რეკლამა და სხვა წინასაარჩევნო მასალა, რომელიც „რუსული ტროლის ფაბრიკის“ მიერ იყო დამზადებული. ამ ფაბრიკამ ქსელში დაახლოებით 80 ათასი პოსტი გაავრცელა, რამაც გავლება იქონია ამერიკულ არცევნებზე. ეს მონაწემები შენახულია Facebook-ის წერილობით მოხსენებაში, რომელიც კონგრესის წევრებს გადაეცათ.