ხარაგაულის საკრებულოში იმპიჩმენტი ვერ განხორციელდა

 

ხარაგაულის საკრებულოში ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე თანამდებობაზე დარჩა.

35-იან მანდატიან საკრებულოში ფარულ კენჭისყრაში მონაწილოება 31- მა დეპუტატმა მიიღო. აქედან 4 ბიულეტენი გაბათილდა, 17 -მა წევრმა მაღრაძის წინააღმდეგ, ხოლო 10 -მა დეპუტატმა თავმჯდომარის დარჩენას მისცა ხმა.

ხმის დათვლამდე ხარაგაულში მყოფმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა:

-„ხმის მიცემა დასრულდა და დათვლა დაიწყო. გავიგებთ, რამდენად შეძლეს საკრებულოს წევრებმა იყონ დამოუკიდებლები და არ შეასრულონ დირექტივები“.

ინგა მაღრაძის განმატებით, ხარაგულში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურია და ის 8 ოქტომბრის არჩევნებს უკავშირდება. თავად, საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ “რესპუბლიკელმა” კოლეგამ მათი იმედები არ გაამართლა.

კომენტარის დატოვება