9 ნოემბერს უკვე გლდანში, 39-ე სკოლაში უამრავი სიახლით! მაჩაბელას ღია კარის დღე

საბავშვო თეატრალური სტუდია „მაჩაბელა“ გლდანის 39-ე სკოლაში ბრუნდება.

ეს ის ადგილია, სადაც თეატრმა ფეხი აიდგა და ფართო ასპარეზზე გავიდა.

სულ რამდენიმე დღის წინ სტუდიის ხელმძღვანელის, მამუკა ლომაშვილის

ინიციატორობით გამართული ყოველწლიური ფესტივალი მაჩაბელა დასრულდა და ახლა თეატრი უფრო აქტიურად აპირებს მუშაობას – უკვე მეორე ცენტრი გლდანის 39-ე სკოლაში გაიხსნება.

პირველი ცენტრი ათონელის თეატრში ფუნქციონირებს და ასეც განაგრძობს მოქმედებას.

9 ნოემბერს 39-ე სკოლაში ქასტინგია დანიშნული და არის სიახლეც-ფუნქციონირებას დაიწყებს მუსიკალური სტუდია ნინო ომიაძის ხელმძღვანელობით.

მეორე სიახლე კი უფრო ჟურნალისტობის მსურველებს დააინტერესებთ-მაჩაბელასთან იხსნება ნორჩ ჟურნალისტთა სკოლა.

ასე რომ, ბავშვებო და მშობლებო! იმეგობრეთ მაჩაბელასთან, მიიყვანეთ თქვენი შვილები ამ ჯადოსნურ სამყაროში და გჯეროდეთ-ისინი სულიერად მდიდარი ადამიანები გაიზრდებიან.

მაჩაბელა ბავშვებს აძლევს ნიჭის რეალიზების საშუალებას.

და კიდევ-სულ მალე მოქმედებას დაიწყებს მოყვარულ მსახიობთა თეატრი,რომლის ანალოგი ჯერ საქართველოში არ არის.

არ დაგავიწყდეთ-9 ნოემბერს გელოდებათ მაჩაბელა უკვე გლდანში!

ასეთი მრავალპროფილიანი კულტურის ცენტრი მაღალკვალიფიციური პედაგოგებითა და მხოლოდ ბავშვზე მორგებული გარემოთი იფუნქციონირებს გლდანშ, 39-ს საჯარო სკოლაში.

ყველა თქვენს კითხვაზე პასუხს მიიღებთ 9 ნოემბერს ღია კარის დღეზე.