აფხაზეთის ომში მებრძოლი რუსი ბოევიკის მონანიება

   აფხაზეთის ომში მებრძოლი დაქირავებული რუსი სამხედროს მონანიება.

“აფხაზეთში 1993 წლის გაზაფხულზე ჩავედი. ჩავედი ჩემი სურვილით, რადგან მაშინ მეგონა, რომ პატარა აფხაზეთის ბრძოლა საქართველოსთან წმინდა საქმე იყო. სამწუხაროდ შევცდი!

ვმონაწილეობდი ტამიშის ბრძოლაში, სოხუმის აღებაში და ვასრულებდი სხვადასხვა დავალებებს. ჩვენთან ძირითადად რუსები და სომხები იბრძოდნენ, აფხაზი მებრძოლები ძალიან ცოტანი იყვნენ.

ჯერ კიდევ იმ პერიოდში გამოჩნდა ეჭვი, რომ არ ვიყავი იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი და რაღაც არასწორს ვაკეთებდი. ძალიან აღმაშფოთა, როცა კაზაკებმა ეკლესიაში დახვრიტეს მამაო მხოლოდ იმის გულისთვის, რომ კითხვაზე-ვისია ეს მიწა, ის პასუხობდა-მთელი ქვეყანა უფლისაა. მას აიძულებდნენ ეთქვა, რომ ეს მიწა არის აფხაზების, მაგრამ მამაო ერთსა და იმავეს იმეორებდა-ეს მიწა უფლისაა. მერე თქვეს, რომ მღვდელმა მიწა საქართველოს ეკუთვნისო განაცხადაო და მოკლეს, მათან ერთად დახოცეს რამდენიმე მონაზონ…

საშინელი სანახავი იყო, როგორ ყრიდნენ ადამიანებს ჭაში! გულწრფელად გეტყვით, ერთხელ მინდოდა მსხვერპლს გამოვსარჩლებოდი და არც მე დამინდეს, კინარამ მასთან ერთად ჩამაგდეს ჭაში. რომ ვუყურებდი , დროთა განმავლობაში უკვე პირადი წყენის გამო ხოცავდნენ, მე ვნახე სოხუმის აღების დროს როგორ მოკლა ერთმა აფხაზმა მისი 70 წლის მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ქართული ენის სწავლას აიძულებდა. ტყვია რომ დაახალა თან დასძინა, ეს იმ ორიანებისთვის, სკოლაში რომ მიწერდიო. მეორე შემთხვევაც მახსოვს, ერთ შენობაში 40 ახალგაზრდა იყო შეყუჟული, ჩვენ გავიარეთ, ჩვენს უკან სხვა, შერეული ბატალიონი მოდიოდა, ცოტა ხნის მერე  უკან მივბრუნდი და 40-ვე ახალგაზრდა ჩახოცილი დამხვდა. სადგურის მახლობლად სანატორიუმს რომ ვიღებდით, სომხური ბატოლიონი შეუდარებელი, არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა. ქართველებს ფანჯრებიდან ყრიდნენ. სოხუმის ტელევიზიის დიქტორმა, სვეტლანა მარტინიუკმა წინააღმდეგობა გაუწია დაქირავებულ სამხედროებს, რისთვისაც აწამეს და რამდენიმე დღე ეგდო კიბეებზე, მერე კი ჭაში ჩააგდეს.

აფხაზეთის მთავრობის სახლის აღების დროს იქ უმთავრესად ყაბარდოელები იყვნენ. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ მთავრობის წევრების გვამები ვნახე. ერთიანად დაცხრილული სხეულები ბაზასთან გადაჰქონდათ, მე ვიცი, რომ ამ ოპერაციაში მთავარი ოლეგ პაპასკირი , მეტსახელად „ჯოკერი“ იყო, თუ არ ვცდები ის სოხუმელი იყო.

სოხუმის აღების შემდეგ, გუდაუთაში რუსეთის ბაზაზე მიჰყავდათ 12-15 წლის შიშველი გოგონები და ბენზინზე ცვლიდნენ მათ.

მე ძალიან ვნანობ, რომ აფხაზეთის ომის მონაწილე ვიყავი!”

Снимок

კომენტარის დატოვება