ქობულეთის ავტოსადგურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა (ფოტოები ადგილიდან)

ამ დროისთვის ქობულეთის ავტოსადგურთან საცობია, რომელიც გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარმა ავარიამ. როგორც ადგილიდან ჩვენი კორესპოდენტი იტყობინება, ერთმანეთს შეეჯახა სამარშუტო ტაქსი და „ტრაილერი“. საგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თვითმხილველების თქმით მიკროავტობუსი გასწრებას არასწორად ცდილობდა, მან მარჯვენა მხრიდან გაუსწრო სატვირთოს და მოხდა შეჯახება.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს მოკვლევა.

13871940_1240529895965827_25231913_n 13872591_1240529892632494_1829282790_n 13875065_1240529899299160_1148176999_n 13900708_1240529889299161_902231888_n 13933239_1240529939299156_916880373_n

კომენტარის დატოვება