“დამიბრუნე ჩემი შვილი!”- ნიკოლოზ სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია

მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით საგანგებო მიმართვას ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი 11 წლის შვილი ნიკოლოზ სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია.

სააკაშვილის შვილი დაცვასთან ერთად, კიევის საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდა, თუმცა უკრაინელმა მესაზღვრეებმა დაცვის წევრი ქვეყნიდან გააძევეს, ხოლო ნიკოლოზ სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია.

სააკაშვილი კიევის ბორისპოლის აეროპორტში იმყოფება . ის განმარტებებს ითხოვს.

“მივმართავ პოროშენკოს, დამიბრუნე ჩემი შვილი!”- განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს.