აქ კი ნამდვილად SOS!!! – ქართულ სალოცავში კედელზე რუსული წარწერები ამოკაწრეს!

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლელა ბუხულეიშვილი ფეისბუქ-გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს, რომ ხერთვისის ციხის სალოცავში (ჯავახეთი) ფრესკაზე რუსული წარწერაა ამოკაწრული. წარწერა ახალია და ის 2017 წლით თარიღდება.

ქართულ სალოცავში კედელზე რუსული წარწერები ამოკაწრეს-მოსკოვი, ლენა, 2017.

სააგენტო შეეცდება დამატებითი ინფორმაციის მოძიებას და დეტალების გარკვევას.