დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს  ტაძრებში ღვთისმსახურება სრულდება. შუადღისთვის  თბილისის ეკლესიის წინამძღვრები და მრევლი მეტეხის ხიდისკენ მიემართება, სადაც კათალიკოს-პატრიარქი ილია მე-2 პარაკლისს აღავლენს. პარაკლისის შემდეგ მორწმუნეები მტკვარში სიმბოლურად ყვავილებს ყრიან.

1226 წელს ხვარაზმის სულთანმა ჯალალედინმა თბილისი დაიპყრო, სიონს გუმბათი მოარღვევინა, ზედ ტახტი დაადგმევინა და იქ დაჯდა. მისი ბრძანებით ქალაქში მცხოვრები მოხუცები, ქალები და ბავშვები ძალით მიიყვანეს. უმწეო მორწმუნეებს ბილწმა სულთანმა უბრძანა ფეხი დაედგათ მაცხოვრისა და დედაღვთისმშობლის ხატისათვის, რომლებიც ხიდზე დაყარა. ვინც შეეწინააღმდეგებოდა, სიკვდილით სჯიდა.  ქართველმა ქრისტიანებმა ხატების შეურაცხყოფას მოწამეობრივი ტანჯვით სიკვდილი ამჯობინეს. იმ დღეს ასი ათასი მოწამე შეემატა ზეციურ საქართველოს.