თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ.

თვითმხილველების განცხადებით, თბილისის აეროპორტში დაშვებული თვითმფრინავიდან მგზავრებს არ უშვებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებს. კომენტარისგან თავს იკავებს აეროპორტის ადმინისტრაციაც.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.