“ახალგაზრდული აზრი, განსაკუთრებით პოლიტიკაში აუცილებელია, სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება“

მარიამ საჯაია

რა პრობლემები აქვთ დღეს ახალგაზრდებს და რატომ უჩნდებათ სურვილი საქართველოდან წასვლის? რა სჭირდებათ ქართველ სტუდენტებს და რა პერსპექტივები აქვთ ახალგაზრდა პოლიტიკოსებს? ამ კითხვებზე პასუხებისთვის ჩვენ სოფიკო კარტოზიას გავესაუბრეთ.

სოფიკო კარტოზია – ახალგაზრდა პოლიტიკოსი. „მემარცხენე ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

-სოფიკო, საქართველოში არც თუ ისე ბევრია ახალგაზრდა, რომელიც პოლიტიკაში მოღვაწეობაზე ფიქრობს, თქვენ რამ გიბიძგათ გადაგედგათ ეს ნაბიჯი?

-სიმართლე გითხრათ, პოლიტიკაში მოღვაწეობაზე არასდროს მიფიქრია. ,,მემარცხენე ალიანსის“ ცენტრალურ ოფისში შემთხვევით მოვხვდი. ჩემი ერთ-ერთი პროფესია ჟურნალისტიკაა და პარტიის გენერალურ მდივანისგან, სოსო შატბერაშვილისგან ინტერვიუ უნდა ამეღო. ამ დღის შემდეგ კი სულ ცოტა ხანში ,,მემარცხენე ალაინსის“ ახალაგზრდულო ორგანიზაციის თავჯდომარე გავხდი.

-ქალი პოლიტიკოსი, როგორი დამოკიდებულებაა საქართველოში თქვენ მიმართ?

-საქართველოში ნაკლებად გვხვდებიან პოლიტიკოსი ქალები. ქალებს სერიოზულად არ აღგვიქვამენ და ამ კუთხით სკეპტიკური დამოკიდებულებაც შეიმჩნევა, თუმცა ბოლო პერიოდში ქალებიც გააქტიურდნენ და ჩვენდამი დამოკიდებულებაც გაუმჯობესდა, რაც ძალიან მახარებს და დადებითადაც ვუყურებ. ვფიქრობ, ახალ პარლამენტში საკმაოდ მრავლად იქნებიან ქალები წარმოდგენილნი.

-თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება, სტუდენტების პრობლემების მოგვარებაა, რა უნდა გაკეთდეს ამ კუთხით და როგორ?

-სტუდენტური პრობლემები საკმაოდ ვრცელი თემაა და ჩვენ ამ კუთხით სერიოზულად ვმუშაობთ. გამოვყოფდი საკმაოდ მაღალ გადასახადსა და სახელმწიფო სტიპენდიისთვის გათვალისწინებული თანხის სიმცირეს. საფასურის გადაუხდელობის გამო უამრავ ნიჭიერ სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული და მათ წართმეული აქვთ განათლების მიღების უფლება. ამ კუთხით სახელმწიფომ უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი და მეტი სუბსიდირება მოხდეს განათლებაში. რაც შეეხება სტიპენდიებს, მცირე კვოტის გამო, წარჩინებულ სტუდენტთა უმეტესობა ვერ იღებს სტიპენდიას და მათი ცონდა სათანადოდ არ ფასდება. ეს, რა თქმა უნდა, სწავლის ხარისხზე მოქმედებს. ამიტომ არც ერთი წარჩინებული სტუდენტი არ უნდა დარჩეს სტიპენდიის გარეშე.

-რა პრობლემები აქვთ დღეს ახალგაზრდებს? რომელს გამოყოფდით?

-უმთავრესი პრობლემა დასაქმების პერსპექტივის ნაკლებობაა. იმის გამო, რომ ახალგაზრდები თავიანთ ქვეყანაში ვერ საქმდებიან, ისინი მასიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. სახელმწიფო სექტორში, უმეტეს შემთხვევაში, სტაჟირებაც კი არაა ანაზღაურებადი.

 -როგორც ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რას ხედავთ ქვეყნაში ყველაზე დიდ პრობლემად?

-ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობაა, რაც თავისთავად ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. ახალგაზრდებს ძალიან კარგი იდეები აქვთ, ბევრი კარგი საქმის ორგანიზატორები და ინიციატორები არიან, მათ ხელშეწყობა და არეალის მიცემა სჭირდებათ. სწორედ ახალგაზრდებმა უნდა თქვან მომავლის საქართველოში თავიანთი სიტყვა.

13508819_1112063462187911_1250095090646203463_n

თქვენი აზრით რა პერსპექტივა აქვთ საქართველოში ახალგაზრდა პოლიტიკოსებს?

-პესრპექტიკა ყოველთვის და ყველგან არსებობს, მათ შორის საქართველოშიც. ახალგაზრდული აზრი კი, განსაკუთრებით პოლიტიკაში აუცილებელია. სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება.

-მომავალ მიზნებზე გვესაუბრეთ.

– მომავალი მიზნები უფრო მეტ პოლიტიკურ აქტიურობასა და სწავლას უკავშირდება.

-პოლიტიკის გარდა კიდევ რა გაინტერესებთ?

-მიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ბოლო დროს ლაშქრობებშიც დავდივარ და აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ვეწევი. მუსიკაც ძალიან მიყვარს, ხშირად ვუსმენ ,,ბითლზს“ და მეგობრების წრეში მეც ვმღერი (არც ისე ცუდად), მიყვარს ცხოველები.

10882192_821169667943960_3143414856510969745_n

–  რომ არა „მემარცხენე ალიანსი“ ვინ იქნებოდა სოფიკო კარტოზია?

-ჟურნალისტი. ჩემი ერთ-ერთი პროფესია ჟურნალისტიკაა, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ტელევიზიაში.

-როგორც გავიგეთ, გერმანიაში მიემგზავრებით, იქნებ რამდენიმე სიტყვით ვიზიტის მიზანი და გეგმები გაგვიმხოლო.

– დიახ, გერმანიაში 5 აგვისტოს მივემგზავრები. ჩემი მთავარი მიზანი იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაა. მოგეხსენებათ, საქართველოში ოქტომბრის თვეში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ხოლო მე, როგორც ,,მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენელი ვთვლი, რომ ჩვენს ემიგრანტებს (განსაკუთრებით ახალგაზრებს) პარტიის სამომავლი გეგმები, მიზნები და ამოცანები აუცილებლად უნდა გავაცნო. ამას გარდა, ჩემს გერმანელ მეგობრებსაც მოვინახულებ.

– წარმატებებს გისურვებთ!

კომენტარის დატოვება