ნანუაშვილს უფლებამოსილება ეწურება – ვის ისურვებდით სახალხო დამცველად და რატომ?

7-დეკემბერს მოქმედ ომბუდსმენს უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება ეწურება.

არასამთავრობო სექტორმა პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე განსახილველად 4-კანდიდატურა შესთავაზა,ესენი არიან: ნინო ლომჯარია,ვახუშტი მენაბდე,ანა ნაცვლიშვილი და ზვიად ქორიძე.არასამთავრობოები  პარლამენტს ოთხი წარმოდგენილი კანდიდატიდან ერთზე არჩევანის გაკეთებას სთხოვენ. კულუარებში ასევე საუბრობენ უფლებადამცველის სოფო ხორგუანის კანდიდატურაზეც. პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და მისი პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის არჩევას ემხრობიან.

ჩვენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას დავუკავშირდით და ყველას ერთი კითხვით მივმართეთ:

-ამ ეტაპზე ცნობილია არასამთავრობო სექტორის მიერ სახალხო დამცველის პოსტზე წარმოდგენილი კანდიდატები:ნინო ლომჯარია,ვახუშტი მენაბდე,ანა ნაცვლიშვილი და ზვიად ქორიძე.ასევე სახელდება სოფო ხორგუანი. 
დასახელებული კანდიდატებიდან ვის ისურვებდით სახალხო დამცველად და რატომ?

პირველად გიორგი თევზაძეს დავუკავშირდით, რომელმაც სახალხო დამცველი პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენაზე უარი განაცხადა.

გიორგი თევზაძე:

არადელიკატურია ჩემის მხრივ რომელიმე პიროვნულად გამოვარჩიო, თუმცა გაგაცნობთ ჩემს მოსაზრებას როგორ სახალხო დამცველს ვისურვებდი, პირველყოვლისა იგი უნდა იყოს სამართლიანი, მიუკერძოებელი , ზედმიწევნით ობიექტური , არ უნდა იყოს პოლიტიზირებული რომელიმე პოლიტიკური გუნდი სასარგებლოდ , უნდა ჰქონდე უფლებადაცვით საქმიანობაში შესაბამისი მრავალწლიანი გამოცდილება, საზოგადოებაში უნდა სარგებლობდეს მაღალი ნდობით და უმწიკლო რეპუტაციით, უნდა ასრულებდეს რეალურად არბიტრის ფუნქციას, ამასთანავე თუ მართლა გვინდა სახალხო დამცველი ამართლებდეს თავის სახელწოდებას, ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველად წარდგენილ პირს უნდა ირჩევდეს საქართველოს მოქალაქეები საერთო არჩევნების ჩატარების გზით, და თავისთავად უნდა გაეზარდოს სახალხო დამცველს ფუნქციები რათა მან უფრო ეფექტურად შეძლოს ადამიანის უფლებების დაცვა.

ნატალია ხოხიაშვილი.

„ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“

ჩვენი ორგანიზაცია და ჩვენი კოალიცია მსჯელობს ამ საკითხზე, ჩამოვყალიბდებით რომელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს ან სულაც ახალს შევთავაზებთ ხელისუფლებას.

ნინო ჩარკვიანი

“სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი“

ჩემი შეფასებით, ზვიად ქორიძე არის შესაფერისი კანდიდატი ამ თანამდებობაზე, რადგან იგი იყო კარგი ჟურნალისტი, რედაქტორი და პრინციპული უფლებადამცველი

არასამთავრობოებთან გასაუბრების შემდეგ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს ანალოგიური კითხვით დავუკავშირდით.

ნინო მეტრეველი.

ლეიბორისტული პარტია

-სახალხო დამცველი პარლამებტმა უნდა დაამტკიცოს ჰო ასეა? ჰოდა როგორ წარმოგუდგენიათ საკონსტიტუციო უმრავლესობის მეონე ქართული ოცნება ვინმეს ისეთ დაანტკუცებს ოკიგარქის გემოვნებას რომ არ აკმაყოფიკებდეს?!

შესაბამისად სანამ ამ ქვეყანაში ოკუგარქიული მართველიბაა და მას მართავს და სრულად აკონტროლებს მილიარდელი ოლიგარქი, არანაირ არჩევნებს და ცვლილებებს აზრი არ აქვს.

პირადად კი სახალხო დამცველად ისურვებდი ადამიანს, რომელიც არცერთ პოლიტიკურ ძალასთან, მითუმეტეს ხელისუფლებასთან  რომ არ იქნებოდა ასოცირებული, მაგრამ ასეთს „ოცნება“  არ დაამტკიცებს. ახალმა , ისე როგორც ნანუაშვილმა წვრილმანებზე უნდა აკრიტიკოს ხელისუფლება, მაგრამ ოლიგარქიული მართვის წინააღმდეგ  ხმა არ უნდა ამოიღოს, არადა სწორედ ოლიგარქის კულუარული მმართველობაა ამ ქვეყნის და მისი მოქალაქეების მთავარი პრობლემა.

ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს და ანალოგიური კითხვით მოქალაქეებს. სხვა არასამთავრობოებსა და პარტიებს დავუკავშირდებით.