“ჩემთვის თვითონ რომან რურუა არის საოცრება…”

ტარიელ ხალხელაური რომან რურუას იუბილეს ულოცავს:

-ჩემთვის თვითონ რომან რურუა არის საოცრება. საოცრება როგორც პიროვნება, ადამიანი და კაცობის მაგალითი. თუ გინდა რომან რურუაზე ისაუბრო, ჯერ მისი წიგნი უნდა წაიკითხო, უნდა გაიგო როგორ მიაღწია ერთმა ჩვეულებრივმა ბიჭმა ამხელა დიდებას.

დღეს ბევრმა დაკარგა ღირსება და პატივმოყვარენი გახდნენ, აი რომანის შემთხვევაში ეს გამორიცხულია. ჩემთვის ეს ადამიანი მისაბაძია.

ახლა ვფიქრობდი ჩემთვის, როგორი იოლია რომან რურუაზე ისაუბრო, მაგრამ როგორ ძნელია, როცა მის წინ დადგები…ბედნიერი ხარ, თუ ამ კაცის თაობაში ხარ გაზრდილი!