ვის სურს მოსამართლეობა – სია ცნობილია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი 23 ოქტომბერს გამოაცხადა, რომელზეც განცხადებების მიღება 13 ნოემბერს დასრულდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების სია გაასაჯაროვა, რომლებიც კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ. სიაში სულ 82 კანდიდატია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის დაიბარებენ საბჭოს წევრები კანდიდატებს გასაუბრებაზე. საბჭომ კანდიდატებიდან 52 ვაკანტური თანამდებობისთვის უნდა შეარჩიოს მოსამართლეები.