სალომე სამადაშვილი: მერაბიშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს

ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილების შემდეგ, აღარ არსებობს შეკითხვები იმაზე, რომ ყოფილი პრემიერი საპტიმროდან გაიყვანეს.

სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და მერაბიშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

ამ შეფასებას მმართველ პარტიაში არ იზიარებენ. დავით მათიკაშვილს მიაჩნია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება პატიმრობის თემასთან კავშირში არ არის.

“აქ საუბარი არ არის იმაზე რამდენად კანონიერია მერაბიშვილის პატიმრობა- ამაზე ვერ იმსჯელებდა სტრასბურგი. უპრეცედენტო შეიძლება ნებისმიერ საქმეს დაერქვას, ეს ჩვეულებრივი საქმეა”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმე მოიგეს.