დიდუბეში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

დიდუბეში,  ერისთავის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა  ერთი ადამიანის მსხვერპლით დასრულდა, 6 კი მძიმედ დაშავდა. მაღალი  სიჩქარით მიმავალი “ტოიოტას” მარკის მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. დაშავებულები ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი.