ამ წუთებში ხმაურია ქუთაისში-“მაგენს დაჭირდა სასწრაფო და ჭირი მაგათ!”

დავით ცხვარაძე

ე.წ. მწვანე ბაზარში. მოქალაქეები პოლიციას უპირისპირდებიან გაუსაძლისი სიცხეების გამო ორი ადამიანი შეწუხდა ქუთაისის ე.წ. მწვანე ბაზარში, სადაც მოვაჭრეებმა პირველადი დახმარების მოთხოვნით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოიძახეს. გამოძახებიდან როგორც მოვაჭრეები ამბობენ ერთ საათზე მეტი გავიდა, თუმცა ადგილზე სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ნაცვლად პოლიცია მივიდა, რაც მოქალაქების დაპირისპირების მიზეზი გხადა, მწვანე ბაზარი ქუთაისიში, ქალაქის შუა გულში მდებარეობს.

-“ერთ საათზე მეტი გავიდა, რაც სასწრაფო გამოვიძახეთ, კვდება ქალი  და ადგილზე პოლიცია მოვიდა მხოლოდ! რად გვინდა პოლიცია, როცა სასწარფო გვჭირდება სასწრაფოდ? მაგენს დაჭირდა სასწრაფო და ჭირი მაგათ. ჯერ თბილისს უნდა უხსნა, რომ ცუდად არის, არიქა, ამასობაში მოვკდება ქალი” – აცხადებს მოვაჭრე.

-” ზუსტად ერთ საათზე მეტი გავიდა რაც სასწრაფო გამოვიზახეთ ბაზარში და ჯერაც არა მოსული მის ნაცვლად პოლიცა მოვიდა, რა უბედურება ეს რა ცხოვრება გვაქვს ”- აცხადებენ თვითმხილველები.

13901939_293483721014515_1400932788_o

კომენტარის დატოვება