„ჩხუბიც აქ დაიწყო…“ – რას ამბობს 51-ე სკოლასთან მცხოვრები ქალბატონი

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. ამ ამბავს 51-ე სკოლასთან მცხოვრები ქალბატონი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

-საშინელი ამბავი მოხდა ენით აუღწერელი . მე ერთი მინდა ვთქვა . ვცხოვრობ 51 სკოლის უკან და ეს გარჩევები სულ ყველა დღე იმართება ჩვენს ქუჩებშე ,განსაკუთრებით სწავლის საათებში ,გურგულიას ქუჩის მშენებარე მიტოვებული კორპუსის სართულებზე , მოსაწევად ხომ მთელი სკოლა მე-5 კლასიდან აქ დადის . ჩხუბიც აქ დაიწყო გუშინ , რატო არ აინტერესებს მანდატურს მე-3 გაკვეთილიდან მთელი კლასის ბიჭები სად მიდიან . უამრავჯერ გამოვიძაძახეთ პატრული ,მაგრამ უშედეგოდ . სამწუხაროა ძალიან რაც მოხდა და მგონია ,რომ მარტო ერთი არ უნდა დაისაჯოს ……

გამაგიჟეს უკვე ,უბნის ინსპექტორი კი არა, მთელი ვერის პოლიცია აწრიალებული მყავდა ასეთ გარჩევებისთვის ვინმეს მიეხედა და არავის რეაქცია არ ქონდა . სასწავლო პროცესებში ჩემი სახლის წინ მშენებარე მიტოვებულ კორპუსში თითქმის ყველადღე ჩხუბი და საქმის გარჩევებია . პატრული არასოდეს დროულად არ მოდის და ზუსტად ვიცოდი, რომ ერთი მსგავსი არეულობა ძალიან ცუდად დასრულდებოდა. 51-ე სკოლიდან მასწავლებელიც ამოსულა სიტუაციის გასაშველებლად და ძველი ბიჭებიც ბევრჯერ მოუყვანიათ, გაცილებით უფროსები საქმის გასარჩევად . სანამ დროა მანამდე არავინ აქცევს ყურადღებსს . ახლა ბრალდებები გვიანია, ძალიან გვიანი!

მე არ მითქვამს რომ გუშინდელ ჩხუბს შევესწარი , არ ვიყავი სახლში, თორემ დამერწმუნეთ დავრეკავდი ნამდვილად . თუმცა როცა დამირეკავს, არც პატრული მოსულა დროულად და ბავშვებშიც აგრესიას ვიწვევდი სულ ……