კადრები ფსიქოტროპულ აფთიაქებში აღმოჩენილი კანონდარღვევის ფაქტებზე

ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფსიქოტროპული აფთიაქების გამკაცრებულ მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგი განხორციელდება 24/7 რეჟიმში და გამოავლენს სამართალდამრღვევ აფთიაქებს, რომლებზეც ახალი სადამსჯელო რეგულაციები გატარდება. მონიტორინგის დაწყებისთანავე გამოვლინდა აფთიაქები, რომლებიც რეცეპტის გარეშე გასცემდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს.

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 და ოპერატორს აცნობონ მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახური გავა მისამართზე და გაატარებს საჭირო ღონისძიებებს.

კომენტარის დატოვება