“მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი დღეს სამართალდამცველებს ჩაბარდება”

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის, ძებნაში მყოფი გ.ჯ-ს ოჯახი აპირებს რომ უახლოეს წუთებში უზრუნველყონ ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება.

-2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებულის, ძებნაში მყოფი გ.ჯ-ს ოჯახი აპირებს რომ უახლოეს წუთებში უზრუნველყონ ბრალდებულის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადება.

მე მათ, როგორც ადვოკატმა, გავუწიე შესაბამისი კონსულტაცია.
ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ბრალდებულის ოჯახის მხრიდან!