ნინო ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

ახალი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უფლებამოსილების  შესრულებას შეუდგა. ის უკვე მივიდა სახალხო დამცველის ოფისში, თანამშრომლებს გაეცნო და ომბუდსმენის სტატუსით პირველი კომენტარიც გააკეთა. მან რამდენიმე პრიორიტეტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ქალთა და არასრულწლოვანთა უფლებებზე.

როგორც გახსოვთ, ლომჯარიას კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ არასამთავრობოების მიერ შერჩეული კანდიდატებიდან აარჩია.

ომბუდსმენობამდე ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.