სენსაციური აღმოჩენა კურილიის კუნძულებზე

კურილიის კუნძულ მატუაზე მეორე მსოფლიო ომისდროინდელი იაპონური მოიერიშე იპოვეს. საჰაერო ხომალდი ძალიან კარგად არის შემონახული, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეს მსუბუქი მოიერიშე Mitsubishi Zero-ა. მასზე კარგად ჩანს იეროგლიფები, იკითხება თვითმფრინავის ნომერიც- 1733. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი სენსაციაა, ამდენი წლის შემდეგ თვითმფრინაცი ასეთ კარგ მდგომარეობაში რომ იმყოფება.

პასუხი კითხვაზე, თუ როგორ მოხვდა მოიერიშე კურილიის კუნძულებზე, იმაში მდგომარეობს, რომ ამ თვითმფრინავების ესკადრილია მატუაზე ბაზირებდა.

კომენტარის დატოვება