ენმ აქტიურ მოქმედებაზე გადადის – საპროტესტო აქცია უკრაინის საელჩოსთან

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში იმყოფება. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს გაიმართება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელები საქართველოში უკრიანის საელჩოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. მიხელ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი – ეს არის მთავარი გზავნილი, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” უკრაინის ხელისუფლებას უგზავნის და საერთაშორისო თანამეგობრობას საქმისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას სთხოვს.

ოპოზიციური გუნდის წევრები ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდებიან. საელჩოსთან მონიტორია დამონტაჟებული, სადაც სასამართლო პროცესს პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით უყურებენ. “ნაციონალურო მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ საკაშვილის მიმართ არანაირი სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს და ის სასამართლო დარბაზიდანვე უნდა გათავისუფლდეს.

ნიკა მელიას განცხადებით, ხვალიდან ენმ აქტიურ მოქმედებაზე გადადის.

თბილისის დროით 14:00 საათზე კიევში სასამართლო სხდომა  დაიწყება.