„აუცილებლდ მკვლელობა უნდა მოხდეს, რომ გამოფხიზლდნენ?-პროტესტი ქუთაისში

დავით ცხვარაძე

”ქუთაისში, უპატრონოდ მიტოვებული სკოლის შენობიდან გამათბობელებსა და სასკოლო ინვენტარს იპარავენ”

გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ საჯარო სკოლის შენობაში ხედავენ თუ როგორ გადაადგილდებიან ღამის საათებში ის ადამაინები, რომლებზეც მოსახლეობამ ეჭვი მიიტანა. საუბრობენ, რომ ამავე სკოლიდან გამოდის ხმაური და ხდება ფიზიკური დაპირისპირებები.

მოქალაქეები  აცხადებენ, რომ ყოფილი სკოლის შენობა ქუჩური გარჩევების ე.წ. ბირჟად გადაიქცა,  ღამის საათებში კი პოლიცია საერთოდ არ გადაადგილდება, ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ უწყებებს რეაგირებისკენ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით ქუთაისში, ყოფილი საჯარო სკოლა ეკონომიკის სამინისტორს ბალანსზე ირიცხება, შეგახსენებთ: სკოლის მიმდებარე ტერიტორია სავსეა პოლიეთილენის პარკებითა და ბოთლებით, ასევე უხვად შეხვდებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სამშენებლო მასალისგან თავმოყრილ ნარჩენებს. ყოფილი 27 საჯარო სკოლა ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე . 63 ნომერში მდებარეობს.

” ყოველდღე დავიღალეთ ამ აყალმაყალით. უკვე იმდენად მიშვებულია აქაურობა ბინებშიც ვეღარ ვისვენებთ ხალხი. ან გაყიდონ, ან დახურონ, ანდა ამოლუქონ – ხომ შეიძლება, მაინცდამაინც მკვლელობა უნდა მოხდეს?  პოლიციამ მაინც დაათვალიეროს ღამის საათებში ჩამოისეირნებს უბნის რწმუნებული 2 წუთით ქუჩაში მანქანით და ისიც ეგრევე გარბის. კაი მანქანები კი ჰყავთ, რა ენაღვლებათ” – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა  არ ისურვა.

13933235_293897584306462_1287326159_n

”უპატრონოდ მიტოვებული სკოლის შენობიდან გამათბობლებსა და სასკოლო ინვენტარს იპარავენ, ვხედავთ კაცო ღამის საათებში დადიან სკოლის შენობაში დახრაგუნობენ, ლეწავენ, ამტვრევენ!  ჯერ დალეწეს აქაურობა, მთლად დაამსხვირეს ფანჯრები, უპატრონოდ მიატოვეს, ერთი ყარაული რა გაუხდა ნეტავ, თუ არ ეცოდებათ ამხელა შენობა, ატირდები კაცი რომ შეხედო როგორ გამოიყურება სკოლის შენობა- დალეწილი, შერცხვენილი, ტუალეტად აქციეს, გადაირევი ადამიანი, ვერ შეხვალ სკოლის შენობაში , სირცხვილია- ერთი ეს პოლიცია  სად დადის, ისე მაინც გამოიარონ,  სირენები მაინც ააყვირონ, იქნებ ამან ცოტა მაინც დააფრთხოს ეს ვანდალები, მაგრამ ვის აინტერესებს რამე”-აცხადებენ ადგილობრივები.

 

კომენტარის დატოვება