ფერეიდანელი ქართველები მშობლიურ ენას იბრუნებენ (ვიდეო)

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე აცხადებს, რომ ფერეიდანში სტუმრობისას იქაურ ქართველებს პირობა მისცა და ამ პირობის ასრულებას ხვალიდან იწყებს. თუ რა პირობაზეა საუბარი, ამის შესახებ თავად ზვიად ტომარაძე აცხადებს:

„ჩემი ფერეიდანში სტუმრობის შემდეგ, ფერეიდნელებს დავპირდი, რომ ქართული ენის შესწავლაში დავეხმარებოდი. 4 თვის წინ დავწერე პროექტი, რომელიც დააფინანსა „ბავშთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა”. დღეს ფერეიდანიდან ჩამოვიდა 12 ფერეიდნელი. პროექტის მიხედვით მათ 2 თვის მანძილზე, ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შევასწავლით. მოკლედ, ხვალიდან ძალიან მაგარ ქართულ საქმეს ვიწყებთ!!!”

ფერეიდნელ ქართველებს პირველი გაკვეთილი უკვე ჩაუტარდათ. ქართულის პედაგოგი ნათია რუხაძეა,  სიმღერას კი  ნინოკო ჩხეიძე ასწავლის.

https://www.youtube.com/watch?v=0AOWedec-Is

კომენტარის დატოვება