ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ნაბლუსში ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მორიგი შეტალება მოხდა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

აქტივისტებმა სამხედროებს ქვები დაუშინეს, მათ კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ახლო აღმოსავლეთში არეულობის ახალი ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.