“კითხვები ძალიან ბევრია, ბატონო პრემიერო და პასუხებს კოლექტიურ “ზარდიაშვილებს” ნუ დაავალებთ!”

ე.წ “სიტროენის” საქმეს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება და ამბობს, რომ კითხვები საკმაოდ ბევრია გაჩენილი.

-მოკლედ მინდა გამოვეხმაურო ე.წ “სიტროენის” საქმეს.

“ვაფრთხილებ პირადად ირაკლი ღარიბაშვილს, ძალიან ცუდად დაამთავრებს ის და მისი გუნდი. სამწუხაროდ, ხელისუფლების სათავეში მოექცა გაუნათლებელ დილეტანტთა კასტა, რობლებიც ქვეყნას დაუნდობლად ძარცვავენ!“
ამონარიდი ჩემი ერთ-ერთი ინტერვიუდან ჯერ კიდევ 2015 წლის ივლისში.

დავუბრუნდეთ არსებულ რეალობას – ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მინისიტრი, რომელმაც სამინისიტრო თავის ბიზნეს კანტორად აქცია!

კითხვები ძალიან ბევრია, ბატონო პრემიერო! და ამ კითხვებზე პასუხის გაცემას კოლექტიურ “ზარდიაშვილებს” ნუ დაავალებთ!..-წერს მეტრეველი.