სტამბულში გეი-პარადი პოლიციამ დაარბია

სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე შეკრებილი ლგბტ-ს 50 წარმომადგენელი პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებმა მოედანი დაიკავეს და მუსულმანებისთვის რამადანის წმინდა თვეს უმცირესობის წარმომადგენლებს მინიფესტივალის ჩატარების უფლება არ მისცეს.

მინიფესტივალამდე ცოტა ხნით ადრე სტამბულის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ყოველწლიური ფესტივალის „სიამაყის აღლუმის“ ჩატარების უფლებას არ მისცემდა ლგბტ წარმომადგენლებს. გარდა ამისა ახალგაზრდების ჯგუფმა ხელისუფლებას გეი-აღლუმის აკრძალვაც მოსთხოვა.

-„ჩვენ რისკის ფასად არ მივცემთ გეი-პარადის ჩატარების უფლებას, არ მივცემთ დეგენერატებს უფლებას ოცნებები აიხდინონ ჩვენს მიწაზე. თუ ხელისუფლება არ შეაჩერებს უმცირესობის წევრებს, ამას გააკეთებენ ნაციონალისტები“-განაცხადა ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა ლიურშატ მიჯამ.

ანალოგიური განცხადება გააკეთა ანატოლიის მუსულმანი ახალგაზრდების ჯგუფის ლიდერმა.

„სიამაყის აღლუმი“ 26 ივნისისთვის არის დაანონსებული. ის 2003 წლიდან აღინიშნება.

 

კომენტარის დატოვება