ბარბარობა მარიამთან – ერთად ყველაფერს შევძლებთ! (ვიდეო)
ბარბარობა მარიამ ხეცაძის ოჯახში. პატარა მარიამს ჰყავს 14 წლის ძმა. ბავშვებს დედა გარდაეცვალათ, მამამ კი მიატოვა, მათ ბებია, ციალა წულიაშვილი ზრდის. მარიამს ყველაზე მეტად დედის სითბო ენატრება, სათამაშო ტელეფონით ურეკავს და ეხვეწება მალე მოდიო.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც სულ მცირე წვლილი შეიტანა ან ბავშვების გახარებაში.
ჩვენ ვაკეთებთ სიკეთის ჯაჭვს და ყოველი ახალი ადამიანი ახალი რგოლია, მხოლოდ ასე დავამარცხებთ აგრესიას. მხოლოდ ერთად შევძლებთ ყველა საქმის ბოლომდე მიყვანას.