მალე! – “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017” – წინასაახალწლო განწყობა

საქართველოში 2017 წელს შექმნილი ახალი ნაწარმის პოპულარიზებისა და გაყიდვების წახალისების მიზნით მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა 22-23 დეკემბერს უკვე მეოთხედ აწყობენ წინასაახალწლო ფესტივალს

“ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017”

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში, ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში ადგილობრივი მწარმოებლები პირველ რიგში 2017 წლის მანძილზე მათ მიერ შექმნილ ახალ ნაწარმს (საკვებს და არასაკვებს) წარმოადგენენ, ხოლო 5,000-მდე დაინტერესებულ სტუმარს და მომხმარებელს შეეძლება როგორც დათვალიერება ასევე სასურველი ნაწარმის ყიდვა, ყოველ 2 საათში შედგება გაყიდულ ნაწარმზე გაცემული ჩეკების გათამაშებები და დარიგდება უამრავი საჩუქარი, მოეწყობა ახალი ნაწარმის პრეზენტაციები, რა თქმა უნდა შედგება ყიდვა-გაყიდვა და დეგუსტაცია, პირდაპირი ეთერები Facebook-ში, პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღებები, იმუშავებენ ჟურნალისტები, ფონად გვექნება ქართული მუსიკა და ყველაფერი ეს 22-23 დეკემბერს 10:00-დან 18:00-მდე პერიოდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

დაგვიკავშირდით:
მოძრაობა KAR.GE
+ 995 577 73 79 64
info@kar.ge
KAR.GE