ფოტო მესტიიდან მსოფლიოში საუკეთესო ფოტოების სიაში მოხვდა

უკრაინელი ფოტოგრაფის, დიმიტრი ბალხოვიტინის მესტიაში გადაღებული ფოტო, რომელზეც სვანური კოშკებია აღბეჭდილი, საერთაშორისო კონკურსის Wiki Loves Monuments ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოდ აღიარეს. ის 245 ათასი ფოტოდან 15 საუკეთესო ნამუშევარში მოხვდა და მე-13 ადგილზე გავიდა. ეს გრანდიოზული წარმატებაა.

კონკურსის მიზანია მსოფლიოს ყურადრების მიქცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისკენ.