ნეპოტიზმი, კორუფციის ბუდე და ქეშად აღებული ფული – ლელა ჩახვაძე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს

ადგილობრივ არჩევნებზე ლანჩხუთში “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ლელა ჩახვაძე გამგებლის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორი  ჯერ კიდევ არჩევნებზამდე საუბრობდა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მასზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%b0%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%95/

დღეს კი „უფლებადამცველთა სახლის“ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე სააგენტოს უკვე ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ არცევნების პერიოდში ის კუთვნილი შვებულებით სარგებლობდა, თუმცა ხელმძღვანელობის მხრიდან შვებულება გაცდენილ დღეებად ჩაითვალა და ჩახვაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

ლელა ჩახვაძე სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და ამბობს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოში ნეპოტიზმია გამეფებული.

-ერთი წლის წინ სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა გიორგი იაკობაშვილი, რომელიც არის დავით კირვალიძის ნათესავი და მეგობარი. იაკობაშვილის მოსვლის შემდეგ სამსახურში ნეპოტიზმმა არნახულ მაშტაბებს მიაღწია. დაიწყო თანამშრომლების შევიწროვება. ის, რაც დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხდება, იმ ხელისუფლების დროსაც კი არ მომხდარა, რომლის შეცვლაშც მეც დიდი წვლილი მიმიძღვის“-აცხადებს ლელა ჩახვაძე.

უწყებათაშორისი კომისიის წევრი ნატალია ხოხიაშვილი აცხადებს, რომ სახეზეა აშკარა კანონგადაცდენა და დარღვევა

-სირცხვილი ხელისუფლებას! ისინი ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას ოპონენტ პარტიებზე“.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა „უფლებადამცველთა სახლის“ ხელმძღვანელი, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე, რომლის თქმით სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგის სფეროა.

-„ეს სააგენტო კორუფციის უფრო მეტი ბუდეა, ვიდრე ტენდერების სკანდალი, რადგან როცა შემოწმებელი მიდის ობიექტზე, ის 90-ანი წლების მსგავსად „ლევად“, ქეშად იღებს ასეულობით ლარს, რაც ჯამში საკმაოდ სოლიდური თანხაა თვის მანძილზე“-ამბობს ტუსკაძე.