8 აგვისტოს 13:00 საათზე წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენს დაღუპულ გმირებს!

საქართველოს ერთგულების სახელით

დიდება რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს!

ჩვენს ქართულ ჯარს გაუმარჯოს!

მეხსიერება ადამიანის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გარდაცვლილი მეომრები ცოცხალი თანამებრძოლების მეხსიერებაში პოულობენ უკვდავებას. ჩვენც მათი თანამებრძოლები ვართ, ამიტომ 8 აგვისტოს, 13 საათზე  პატივი მივაგოთ საქართველოს ერთგულების სახელით დაღუპულ ჯარისკაცებს.

კომენტარის დატოვება