ღეროვანი უჯრედებისგან ნაძვის ხე ააგეს

დიდ ბრიტანეთში, შობის დღესასწაულამდე, ბიოლოგებმა ღეროვანი უჯრედებისგან ნაძვის ხე შექმნეს. ამის შესახებ  Sciencedaily-ი წერს.

კატარინა მოურა რეგენერაციულ მედიცინაშია ჩართული, კერძოდ, ადამიანის ტრავმული ადგილიდან ღეროვანი უჯრედების გაზრდაზე მუშაობს. პროცესის მონიტორინგისთვის საჭიროა ვიზუალიზაცია. იმის დემონსტრირებისთვის, თუ როგორ მუშაობს მეთოდი, მოურამ  კოლაგენისა  (ცილა) და ცხიმის უჯრედების რამდენიმე გამოსახულება ამობეჭდა.

ახალი წლის მოახლოების გამო, მეცნიერმა მწვანე ფერი შეარჩია კოლაგენისთვის და წითელი ცხიმის უჯრედებისთვის.