ქალთა საბჭო საგანგებო განცხადებას აქვეყნებს

ქალთა საბჭო საგანგებო განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

-„გუშინ დაანონსებულ აქციას-„არა ომს! ჩვენ მშვიდობა გვინდა!“ ძალიან დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

გამომდინარე იქიდან, რომ აქციაზე დასწრების და შემუშავებულ ტექსტზე ხელის მოწერის სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა, რომელთა შორის არიან ქალთა საბჭოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ , ქალთა საბჭოს გადაწყვეტილებით, რათა ყველა მსურველმა შეძლოს საქართველოში ჩამოსვლა და მისი ხმის შეერთება მშვიდობის მოთხოვნაში, ხვალინდელი ფართომაშტაბიანი აქცია გადატანილია და უახლოეს დღეებში ჩატარდება.

აქციის ჩატარების დროს და ადგილს დამატებით გაცნობებთ.

ქალთა საბჭო მადლობას უხდის ყველას, ვინც გამოგვეხმააურა და აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა“-ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიოსათვის დედების მიმართვის ტექსტი და დეტალები იხილეთ მასალაში:-8 აგვისტოს დედები მშვიდობისთვის ერთიანდებიან!

http://www.geomediatv.ge/8-%e1%83%90%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%91/

2

კომენტარის დატოვება