ნინოს დღეს მთელი საქართველო გულშემატკივრობს

რიოს ოლიმპიადაზე ტყვიით სროლაში საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრები 22:30 საათზე.

ეს ოლიმპიადა ნინო სალუქვაძის კარიერაში რიგით მე-8-ა. ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს.

წელს ოლიმპიადაზე ნინო მის ვაჟთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად მონაწილეობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთ ოლიმპიადაზე სპორტის ერთსა და იმავე სახეობაში   დედა-შვილი მონაწილეობს.

ნინოს დღეს მთელი საქართველო გულშეატკივრობს.

კომენტარის დატოვება