წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქების გაუაზრებელი გადაწყვეტილება ხელს აძლევს მხოლოდ ხელისუფლებას

“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიის წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა ამბობს, რომ წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქების გაერთიანება გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა, რომელიც მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს.

   -„გულრწფელ სინანულს გამოვხატავ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილები გამო, რის შედეგადაც გაერთიანდა წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქები. ამ ორი დიდი კულტურის, ისტორიის და თვითმყოფადობის მქონე რაიონებს ეყოლებათ მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი. აღნიშნული ხელს აძლევს მხოლოდ ხელისუფლებას, რადგან ნებისმიერ ოპოზიციურ კანდიდატს მოუწევს ორი რაიონის ადმინსტრაციულ რესურსთან შერკინება. ეს გახლავთ სრულიად გაუაზრებელი და მახინჯი გადაწყვეტილება, რომელიც მომავალში არაეფექტურს გახდის პარალამენტარის საქმიანობას.

ვითარება ისე განვითარდა, რომ მთავარი კონკურენტები არიან წალენჯიხიდან. ეს კი, ბუნებრივია, მტკივნეულად აღიქმება ჩხოროწყუს რაიონის საზოგადოებისთვის. მე, პირადად, შემიძლია გითხრათ, რომ როგორც აქამდე ვეძებდი, ვაშენებდი, ვამყარებდი ადამიანურ, საქმიან, მეგობრულ და სიყვარულით სავსე ურთიერთობას, მომავალშიც განვაგძობ, თან უფრო გამძაფრებით” – აცხადებს გიორგი ხარჩილავა.

 

კომენტარის დატოვება