ენზელ მკოიანი -2012 წელს „ოცნების“ კანდიდატებს ქვებს ესროდნენ მისი დავალებით ….

   გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში  ენზელ მკოიანი დასახელდა.

ენზელ მკოიანი დაიბადა ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში, 1959 წლის 3 მაისს. დაამთავრა სომხეთის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი.

1977-1981 წლებში მუშაობდა ნინოწმინდის რაიონის სამსახურებში მუშად. კერძოდ: 1976-1977წწ. ნინოწმინდის მოძრავი მექანიზირებული კოლონა N21, მუშა; 1977 წელს საქდამზადების ბოგდანოვკის ტყავნედლეულის საწყობი, მუშა; 1978-1981წწ. ბოგდანოვკის სამშენებლო სამმართველო, ზეინკალი;
1981-1983 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
1983-1984 წლებში მუშაობდა ახალქალაქის მოძრავ-მექანიზებული კოლონაში მესამე თანრიგის მუშად.
1984-1990 წლებში იყო ალკკ ახალქალაქის რაიონული კომიტეტის წევრი.
1990-1999 წლებში მუშაობდა ახალქალაქში, კერძო სამშენებლო კომპანიებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.
1999 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.

ენზელ მკოიანი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია. 2012 წელს, მაშინ, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ენზელ მკოიანი იყო ერთ–ერთი იმ ხუთ დეპუტატს შორის, ვინც უარი თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში ყოფნაზე. მაშინ მკოიანი წინა მოწვევის პარლამენტში მაშინდელი მმართველი პარტიის გუნდში ირიცხებოდა. (მან არჩევნებში ალბერტ ნურბეგიანზე მოიპოვა უპირატესობა და ხმათა 83,57 პროცენტი მიიღო)

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციაში შესვლაზე უარი 2012 ლის 21 ოქტომბერს განაცხადეს და ცალკე საპრალამენტო ფრაქციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს.

აქვე, ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც 2012 წლის არჩევნებს უკავშირდება.

„ქართული ოცნების“ აქტივისტის, სოკოლოვის ცემის ფაქტი ნინოწმინდაში

2012-09-20 20 სექტემბერს, ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალბერტ ნურბეგიანი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოფელ სათხაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სოფელი. ამ დროს მათ უკნიდან მიეპარნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ენზელას მკოიანის ნათესავები (ბიძაშვილები) და „ქართული ოცნების“ აქტივისტს, სოკოლოვს თავში ქვა ჩაარტყეს. სოკოლოვმა გონება დაკარგა. იგი ნინოწმინდის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, ხოლო მოგვიანებით ნინოწმინდის პოლიციის განყოფილებაში მას ახსნა-განმარტება დააწერინეს.-წერს  „არჩევნების პორტალი“

იხ. ლინკი

http://www.electionsportal.ge/geo/incident/2830

სწორედ ახალქალაქისა და ნინოწმინდის კანდიდატზე აკეთებს ხაზგასმას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც.

-„ბოლო 13 წლის განმავლობაში თუკი რამე სახის ზეწოლაზე საუბრობდნენ ოპოზიციური პარტიის აქტივისტები ან კანდიდარები სამცხე-ჯავახეთში (ცხადია არც ერთი ხელისუფლების პირობებში გამოძიება არ ჩატარებულა ) ყველგან ბატონი ენზელი ფიგურირებდა , როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების დროს…. შეუცვლელი კადრიაო მასზეა ნათქვამი…“-წერს გიგაური სოციალურ ქსელში.

 

კომენტარის დატოვება