დღეს, პრეზიდენტი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება

დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა.

„პრეზიდენტი საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდება. ბუნებრივია, გიორგი მარგველაშვილი რეფერენდუმთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს“ – განაცხადა აბაშიშვილმა.

შეხვედრა 17:00 საათზე გაიმართება.

კომენტარის დატოვება